მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გასტრონომ ჯგუფი" 15 იანვარს საყოველთაო გაფიცვას უერთდება

gass

"გასტრონომ ჯგუფი" ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც ისინი უერთდებიან გამაფრთხილებელ/საყოველთაო გაფიცვას, რომელიც 15 იანვარს არის დაგეგმილი.

"გასტრონომ ჯგუფი" უერთდება საყოველთაო გაფიცვას. ჩვენს ჯგუფში შემავალი მაღაზიები და რესტორნები 15 იანვარს , 15:00-დან 18:00-მდე დაიკეტება.

შეგახსენებთ, 15 იანვარს 15:00 საათზე საყოველთაო გაფიცვა დაანონსდა. როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ღონისძიების აღწერიდან ჩანს, გაფიცვა სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

საფრთხეც და გამოსავალიც ყველასთვის საერთოა – ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება. ამიტომ: იმის მიუხედავად თუ სად მუშაობ, ბიზნესის მფლობელი ხარ, მენეჯერი თუ დასაქმებული – შემოგვიერთდი! იფიცება საქართველო!", - წერია ღონისძიების აღწერაში.

"იფიცება საქართველო!" - 15 იანვარს 15:00 საათზე საყოველთაო გაფიცვა დაანონსდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები