მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასტრონომიული დუქანი „რიგი“ – „ჯი-ემ-თი ჯგუფი“ ახალ ობიექტს ხსნის

5f634ff08cdaf
ვიქტორია მღებრიშვილი
18.09.20 09:00
2601
22 სექტემბრიდან ზაარბრიუკენის მოედანზე „ჯი-ემ-თი ჯგუფი“ ახალ გასტრონომიულ ობიექტს აამოქმედებს - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, გასტრონომიული დუქანი „რიგი“, სტუმარმასპინძლობის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია “ჯი-ემ-თი ჯგუფის” მორიგი გასტრონომიული პროექტია, რომლის კონცეფციისა და ბრენდინგის შექმნაზე კვების საკონსულტაციო ბიზნეს სააგენტო “გასტრონავტმა” იმუშავა.



თავად კომპანიაში კი ახალ ობიექტს ასე ახასიათებენ - ადგილი, სადაც ძველთბილისური რიგები, გემო და გასტრონომია, ახლებური ხედვით გაცოცხლდება თანამედროვეობაში.



„მას შემდეგ, რაც თბილისის გულში, ზაარბრიუკენის მოედანზე მდებარე სახაბაზო “პური გულიანი“, კარგად ნაცნობ, გულიანი მასპინძლობის ადგილად იქცა თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისათვის, მისი შემქმნელები კიდევ ერთი, გამორჩეული კონცეფციის მქონე სივრცეს ჰპირდებიან ქალაქს.

„რიგის“ კონცეფცია ქალაქური გემოებისა და ძველთბილისური ბაზრის იდეას აერთიანებს, სადაც თბილისური გასტონომიული კულტურა და ქალაქური ხასიათი, რიგიანად შეერწყა თანამედროვეობის მოთხოვნებს.  "ჯი-ემ-თი ჯგუფის" მიერ საკუთარ სოციალურ პასუხისმგებლობად აღებულ ამოცანებს შორის, ქართული გასტრონომიის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, მთლიანად ჯგუფისა და "რიგის", როგორც ბრენდის გამოწვევაა, ხელი შეუწყოს თბილისური და ზოგადად, ქართული სამზარეულოს ახლებურად გაცოცხლებას და მისი გასტრონომიული ღირებულების ზრდას ჩვენს დროში“, - განმარტავენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები