ქართული ღვინო და სამზარეულო - ეს მიმართულებები საქართველოში ჩამოსული ტურისტებს განსაკუთრებით იზიდავს. საკვებსა და სასმელებზე დანახარჯებიც ტურისტების ხარჯებში მეორე ადგილზეა და 6 თვეში, საქსტატის შეფასებით 1.2 მლრდ ლარს აღწევს. ბოლო პერიოდში საქართველო საქართველო გასტროტურიზმის პოპულარიზაციას აქტიურად ეწევა და დღითი დღე იზრდება ქართული სამზარეულოსადმი ინტერესი მთელ მსოფლიოში, რასაც უცხოეთში ქართული რესტორნების მზარდი რაოდენობაც მოწმობს. რა პოტენციალი აქვს საქართველოში გასტროტურიზმის განვითარებას და სად არის მთავარი გამოწვევები?
სტუმარი: ქეთი კვიჭიძე - "გასტრონომიული და რურალ ტურიზმის ასოციაციის" დამფუძნებელი;