მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გასულ კვირას, CO-თი ათამდე ბინის მეპატრონე, მათ შორის ბავშვები მოიწამლნენ"

5c72593142a2e
თელარა გელანტია
24.02.19 12:41
3221
ყაზტრანსგაზ-თბილისის ინფორმაციით, გასულ კვირას, CO-თი ათამდე ბინის მეპატრონე, მათ შორის ბავშვები მოიწამლნენ.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამგორის რაიონში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გადაღებულია კადრები, სადაც ოჯახში ღია კამერიან აკრძალულ წყალგამაცხელებელს მოიხმარდნენ.

„კადრებში ჩანს საკვამლე მილი, რომელშიც ჩიტის ბუდეა გაკეთებული. ოჯახის წევრები სასწაულად გადაურჩნენ CO-ს ინტოქსიკაციას, რაც საშიშია ჯანმრთელობისთვის და კლავს. შემოწმებისას ყაზტრანსგაზ-თბილისის სპეციალისტებმა აკრძალული წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს და ბინის მფლობელი გააფრთხილეს, რომ სასწრაფოდ ჩაანაცვლოს საშიში დანადგარი, დახურული წვის კამერიანი წყალგამაცხელებლით.

ბინის მეპატრონეების დაუდევრობით, გასულ კვირაში თბილისში CO-თი ათამდე ადამიანი მოიწამლა. ყველა მათგანი აკრძალულ და საშიშ ღია კამერიან გაზგამათბობელს ან წყალგამაცხელებელს მოიხმარდა, რომლებიც უკვე ჩაჭრეს ყაზტრანსგაზ-თბილისის სპეციალისტებმა. მოწამლულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი გაფრთხილებთ სასწრაფოდ ჩახსენით ღია კამერიანი წყალგამაცხელებლები და გაზგამათბობლები, რომლებიც ძალიან საშიშია და კლავს. ჩაანაცვლეთ ისინი დახურულ კამერიანი გაზდანადგარებით. CO ბუნებრივ გაზზე საშიშია, CO კლავს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები