სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასულ კვირას (8-14 მაისი) თბილისსა და საქართველოს რეგიონებში 109 ინსპექტირება ჩაატარა. ზედამხედველობა განხორციელდა 9 ბიზნესოპერატორთან, დოკუმენტურად შემოწმდა 216, ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის 40 ნიმუში.
გამოვლენილი შეუსაბამობებისათვის დაჯარიმდა 34 ბიზნესოპერატორი. კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი და საქმიანობა შეუჩერდა 4 ბიზნესოპერატორს.

























