მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასულ კვირას ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა

583c0cc88b78b
BM.GE
28.11.16 14:51
1218
BGEO ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 30.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +7.96% წინა კვირასთან შედარებით და -0.10% გასულ თვესთან შედარებით. Galt&Taggart-ის ინფორმაციით, ვაჭრობის მოცულობამ 425 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.85 – 31.42 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 70 ათასი აქცია შეადგინა, რაც გასული თვის მონაცემზე მეტია. FTSE 250 ინდექსი, რომელშიც BGEO შედის, წინა კვირასთან დაიკლო 0.35%-ით ხოლო წინა თვესთან დაიკლო 1.15%-ით. ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 1.08% შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 13.49 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (+1.81% წინა კვირასთან შედარებით და +2.39% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 216 ათასს გადააჭარბა, GBP 13.00 – 13.55 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 29 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 3.65 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (+2.10% წინა კვირასთან შედარებით და +2.01% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 70 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 3.58 – 3.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 11 ათასი აქცია შეადგინა. მოცემულ კვირაში ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.05% შეადგინა.

საქართველოს საფონდო ბირჟაზე ლიბერთი ბანკის აქციები ივაჭრებოდა 0.017 ლარად (+6.25% წინა კვირასთან შედარებით), შედეგად გალტ ენდ თაგარტის ინდექსი გაიზარდა და 908.64-ს გაუტოლდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები