მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასულ კვირას ქართული კომპანიების აქციების ფასი შემცირდა

5860d4ee35975
BM.GE
26.12.16 12:30
1264
გასულ კვირას, BGEO ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 29.59 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -5.55% წინა კვირასთან შედარებით და -4.18% გასულ თვესთან შედარებით. გალტ&თაგარტის ინფორმაციით, ვაჭრობის მოცულობამ 471 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 29.54 – 31.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 106 ათასი აქცია შეადგინა, რაც გასული თვის მონაცემზე მეტია. FTSE 250 ინდექსი, რომელშიც BGEO შედის, წინა კვირასთან მოიმატა 0.70%-ით ხოლო წინა თვესთან მოიმატა 1.63%-ით. ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 1.19% შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 14.69 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-4.86% წინა კვირასთან შედარებით და +11.88% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 675 ათასს გადააჭარბა, GBP 14.45 – 15.63 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 216 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 3.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-4.96% წინა კვირასთან შედარებით და -1.53% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 75 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 3.50 – 3.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 13 ათასი აქცია შეადგინა. მოცემულ კვირაში ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.06% შეადგინა.

საქართველოს საფონდო ბირჟაზე ლიბერთი ბანკის აქციები ივაჭრებოდა 0.017 ლარად (უცვლელი წინა კვირასთან შედარებით). შედეგად გალტ ენდ თაგარტის ინდექსი არ შეცვლილა და 1,176.94-ზე შენარჩუნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები