თბილისში გასულ კვირას ბუნებრივი გაზის ქსელში ოდორანტის ჭარბი გამოყენების გამო ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი „ყაზტრანსგაზ-თბილისისა“ და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისგან განმარტებებს ელოდება.
როგორც სალომე ვარდიაშვილმა „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, მან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიასთან ადრესატებისთვის კითხვარი შეიმუშავა.
„ამ ფაქტის ღრმად შესწავლას ვაპირებთ. ჩვენ ვაპირებთ ჩავეძიოთ, რატომ გაჩნდა ეს სამუშაოები შესამჩნევი - ვინმეს დაუდევრობაა, შეცდომა, არაპროფესიონალიზმი, თუ რაიმე ტექნიკური პრობლემა მოხდა, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. მე მოვითხოვ, რომ ნებისმიერმა დაწესებულებამ თავისი ტექნიკური სამუშაოები იმგვარად შეასრულოს, რომ ის საზოგადოების ფართო მასებისთვის შეუმჩნეველი იყოს და რაიმე სახის საფრთხე არ მოუტანოს ვინმეს სიცოცხლეს და ჯანმართელობას. მე უკვე მოვუწყოდე ყველა კომპანიას, ასეთი სახის სამუშაოები მაქსიმალურად პროფესიონალურად შესრულდეს“, - განაცხადა ვარდიაშვილმა.
ენერგოომბუდსმენის აპარატს მოკვლევის შედეგები დაახლოებით, ორ კვირაში ექნება.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას თბილისში ბუნებრივი გაზის მძაფრი სუნი იგრძნობოდა, რაც „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განმარტებით, გაზის ტრანსპორტირების კომპანის მიერ ქსელში ნივთიერება ოდორანტის ჭარბი გაშვების გამო მოხდა.

























