მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასულ კვირაში ლარი ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გამყარდა

ვალუტა

გასული სამუშაო კვირის განმავლობაში, წინა პარასკევს მიღებულ კურსთან შედარებით ლარი აშშ-დოლართან მიმართებით 3.13 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 2.8049 ლარი გახდა. ამასთან ლარი 3.25 თეთრით გამყარდა ევროსთან, რამაც 2.9362 ლარი შეადგინა, გირვანქა სტერლინგთან კი გამყარება 1.92 თეთრი იყო, შედეგად კურსმა 3.5476 ლარი შეადგინა.

იანვრის მაკროეკონომიკური პარამეტრებიდან ამ დროისთვის რამდენიმე უკვე ცნობილია - გასული თვის განმავლობაში ექსპორტმა 404 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 19%-ით არის გაზრდილი, ხოლო იმპორტი 1.6 მილიარდი დოლარი იყო, რაც 2024 წლის იანვართან შედარებით 45%-ით არის მომატებული. თუმცა, იმპორტის ზრდის ძირითადი მიზეზი იყო საქართველოში 481 მილიონი დოლარის ნახატების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტის ზომა 1.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც წლიურად 1.8%-იან მატებას ნიშნავს. ფულადი გზავნილები კი 242 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 8.5%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება სხვა ეკონომიკური პარამეტრებს, რომლებიც გაცვლით კურსზე ახდენს გავლენას, მათი ძირითადი ნაწილის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია ამ დროისთვის არაა ცნობილი, თუმცა ცნობილია რომ საქართველოს სავალუტო რეზერვები იანვარში $18.5 მილიონით შემცირდა.

ვალუტა ლარი თეთრი
1 აშშ დოლარი 2.8049 +3.13
1 ევრო 2.9362 +3.25
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.5476 +1.92
1 თურქული ლირა 0.077 +0.13
100 რუსული რუბლი 3.1735 -4.95
1000 სომხური დრამი 7.0759 +7.72
1 აზერბაიჯანული მანათი 1.6503 +1.77
10 ჩინური იუანი 3.866 +3.81
100 იაპონური იენი 1.8653 -0.61
10 უკრაინული გრივნა 0.6747 +0.68

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები