მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასულ კვირაში ლარი ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა

ვალუტა

გასული სამუშაო კვირის განმავლობაში, წინა პარასკევს მიღებულ კურსთან შედარებით ლარი აშშ-დოლართან მიმართებით 4.22 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 2.8362 ლარი გახდა. ამასთან ლარი 6.77 თეთრით გაუფასურდა ევროსთან, რამაც 2.9687 ლარი შეადგინა, გირვანქა სტერლინგთან კი გამყარება 8.74 თეთრი იყო, შედეგად კურსმა 3.5668 ლარი შეადგინა.

იანვრის მაკროეკონომიკური პარამეტრებიდან ამ დროისთვის რამდენიმე უკვე ცნობილია - გასული თვის განმავლობაში ექსპორტმა 404 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 19%-ით არის გაზრდილი, ხოლო იმპორტი 1.6 მილიარდი დოლარი იყო, რაც 2024 წლის იანვართან შედარებით 45%-ით არის მომატებული. თუმცა, იმპორტის ზრდის ძირითადი მიზეზი იყო საქართველოში 481 მილიონი დოლარის ნახატების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტის ზომა 1.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც წლიურად 1.8%-იან მატებას ნიშნავს. რაც შეეხება სხვა პარამეტრებს, რომლებიც გაცვლით კურსზე ახდენს გავლენას, მათი ძირითადი ნაწილის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია ამ დროისთვის არაა ცნობილი, თუმცა ცნობილია რომ საქართველოს სავალუტო რეზერვები იანვარში 18.5%-ით შემცირდა.

ვალუტა ლარი თეთრი
1 აშშ დოლარი 2.8362 -4.22 თეთრი
1 ევრო 2.9687 -6.77 თეთრი
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.5668 -8.74 თეთრი
1 თურქული ლირა 0.0783 -0.07თეთრი
100 რუსული რუბლი 3.124 -24 თეთრი
1000 სომხური დრამი 7.1531 -12.86თეთრი
1 აზერბაიჯანული მანათი 1.668 -2.49თეთრი
10 ჩინური იუანი 3.9041 -7.08 თეთრი
100 იაპონური იენი 1.8592 -2.26 თეთრი
10 უკრაინული გრივნა 0.6815 -0.75 თეთრი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები