2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9 მლრდ 791 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.3%-ით მეტია. აქედან იმპორტი 7 მლრდ 196 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც წლის ჭრილში 12.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ 5 თვის ჯამური მონაცემებით ზრდის მიუხედავად, გასულ ორ თვეში - აპრილსა და მაისში იმპორტის კლება დაფიქსირდა. 2025 წელს თვეების მიხედვით იმპორტის სტატისტიკა ასეთია:
- იანვარი - $1.7 მლრდ, წლიური ზრდა 53.9%
- თებერვალი - $1.2 მლრდ, წლიური ზრდა 3.5%
- მარტი - $1.5 მლრდ, წლიური ზრდა 21.8%
- აპრილი - $1.4 მლრდ, წლიური კლება 0.9%
- მაისი - $1.3 მლრდ, წლიური კლება 5.1%
2025 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 72.2% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: აშშ (1 მლრდ 96 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (1 მლრდ 75 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (808.6 მლნ. აშშ დოლარი).

ამავე პერიოდში, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 მლრდ 299 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 18% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 494.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.9%), ხოლო მესამე ადგილზეა სურათები, ნახატები და პასტელების (ხელით შესრულებული) 481.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.7%).

























