საქართველომ 2024 წელს 609.1 ათასი აშშ დოლარის 454.5 ტონა ვაზელინი იყიდა, რაც თანხაში 24.3%-ით ნაკლებია 2023 წლის მონაცემებზე, მოცულობაში კი, 17%-ით ნაკლები.
მთავარი იმპორტიორი კვლავ რუსეთია. სწორედ მასზე მოდის 2024 წელს საქართველოში შემოსული ვაზელინის თითქმის 38%.
იმპორტიორი ქვეყნების TOP-5 კი ასე გამოიყურება:
- რუსეთი - $354.1 ათასის 283.50 ტონა;
- ირანი - $117.3 ათასის 111.4 ტონა;
- ინდოეთი - $32.1 ათასის 20.6 ტონა;
- ჩინეთი - $15.9 ათასის 10 ტონა;
- იტალია - $12.9 ათასის 999კგ.