მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს 12 645 სამუშაოს მაძიებელი დავასაქმეთ - დასაქმების სააგენტო

644f981648ece
ინგა მურუსიძე
01.05.23 14:45
482
2020-2022 წლებში დასაქმების სააგენტოს ხელშეწყობით ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა 17 365 სამუშაოს მაძიებელი, - ამის შესახებ დასაქმების სააგენტო იტყობინება.

„2020-2022 წლებში, სააგენტოს ხელშეწყობით ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა 17 365 სამუშაოს მაძიებელი, აქედან 12 645 - 2022 წელს. გარდა ამისა, 29 323 სოციალურად დაუცველ სამუშაოს მაძიებელს მიეცა შესაძლებლობა ემუშავა საზოგადოებრივ სამუშაოებზე (პროგრამა ამოქმედდა 2022 წლის პირველი მარტიდან), ხოლო 1 539 პირზე გაიცა სამუშაო ნებართვა გერმანიის დასაქმების სააგენტოს მიერ, გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით, ხოლო 18 პირი დასაქმდა ისრაელში ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში (ისრაელში დროებითი, ლეგალური დასაქმების სქემა ამოქმედდა 2022 წლის მეორე ნახევარში.)“, - წერია ანგარიშში.

სამუშაოს მაძიებელთა ძირითადი რეგისტრაცია ხორციელდება შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში www.worknet.gov.ge 

ამასთან, შრომის სააგენტოს ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2022 წელს 903-მა დამსაქმებელმა მიმართა სააგენტოს და მათ მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით მიწოდებულია 10 017 თავისუფალი სამუშაო ადგილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები