მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს 200 000-მდე ტანსაცმელი შევკერეთ, ძირითადად Lebek-ისთვის - "იმერი"

5e1d9f6fd7a91
თამთა ჯიჯავაძე
14.01.20 22:00
1198
„გასულ წელს ძირითადად ვკერავდით "ლებეკისათვის". 200 000 ცალამდე ტანსაცმელი შეიკრა“, - ამის შესახებ bm.ge-ს ქუთაისში მდებარე სამკერვალო კომპანია „იმერის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაია სიმონიძემ განუცხადა. მისი თქმით, მათ მიერ შეკერილი ტანსაცმლის უმრავლესობა გადის ექსპორტზე.

„ქსოვილი მათია, შემოდის, ვკერავთ და გადის ისევ. ჩვენ ანუ გადამუშავების რეჟიმს ვახდენთ. ხოლო ადგილობრივი ბაზრისთვის მხოლოდ 10 000-ს ვკერავთ“, - აღნიშნა მაია სიმონიძემ.

მისივე თქმით, „იმერს“ ამჟამად მხოლოდ ორი მაღაზია აქვს ქუთაისში. თბილისში მდებარე მაღაზია კი გასულ წელს დახურეს. სამკერვალო კომპანია აქცენტს ძირითადად აკეთებს უცხოური ბრენდებისთვის ტანსაცმლის შეკერვაზე და არა ადგილობრივ ბაზარზე. ამიტომაც როგორც სიმონიძე ამბობს, უახლოეს მომავალში არ იგეგმება ახალი მაღაზიის გახსნა საქართველოში.

მიმდინარე წელს კი სამკერვალო რამდენიმე უცხოური ბრენდისთვის შეკერავს, მათ შორის Mark&Spencer-ისა და „მონკლერისთვის“.

„იმერს“, რომელიც ქუთაისში მდებარეობს, 500-მდე თანამშრომელი ჰყავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები