საწარმოთა ჩართულობა ინოვაციურ აქტივობაში შედარებით მაღალი წილითა გამოხატული ისეთ სფეროში, როგორიცაა მანქანა - დანადგარების და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა - 19,5%. საკმაოდ მაღალი წილი ჰქონდა აგრეთვე დიზაინს (14,6%), ინოვაციურ აქტივობასთან დაკავშირებულ სწავლებას (14,4%) და საკუთარ კვლევებსა და დამუშავებებს (12,9%).
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2017 წლის განმავლობაში საწარმოთა 29,2%-მა შეიმუშავა საქონლის/მომსახურების ფასდადების ახალი სისტემა, 27,7%-მა განახორციელა მნიშვნელოვანი ცვლილებები პროდუქციის ესთეტიკურ დიზაინსა და შეფუთვაში, 23,4%-მა უზრუნველყო ახალი მედიის ან ტექნიკის შემოტანა პროდუქციის პოპულარიზაციისთვის.

























