მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გასულ წელს ბიზნესს დღგ-ს რეფორმიდან 527 მილიონი ლარი დაუბრუნდა"

5c5425329995e
ლევან თაღიაშვილი
01.02.19 14:51
670
პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, გასულ წელს ბიზნესმა დღგ-ს ავტომატურად დაბრუნების რეფორმის გამო ისტორიული მაქსიმუმის თანხა მიიღო. მისივე განმარტებით, საბრუნავი კაპიტალის დაფინანსება ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მხარეა

"დღგ-ს ავტომატურად დაბრუნების რეფორმას რაც შეეხება, შარშან ისტორიული მაქსიმუმის დაბრუნება მოხდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 527 მილიონი ლარი დაუბრუნდა ჩვენს მეწარმეებს. დღგ-ს დაბრუნება ყოველთვის იყო ერთ-ერთი სუსტი მხარე სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობის საკითხში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შარშან ასეთ წარმატებას მივაღწიეთ და მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი გახდება სრულიად ავტომატური უკვე იანვრის თვიდან. ეს არის იმის დასტური, რომ ბიზნესი გვენდობა, ხოლო კერძო სექტორს საბრუნავ კაპიტალთან წვდომა კიდევ უფრო გაეზრდება.

საბრუნავი კაპიტალის დაფინანსება არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მხარე. როგორც შარშან, წელსაც ორიენტირებული ვიქნებით იმაზე, რომ რაც შეიძლება დიდი რაოდენობის დღგ დაიბრუნონ ჩვენმა მეწარმეებმა" - განაცხადა ბახტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები