2015 წელთან შედარებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მთლიანი აქტივების ოდენობა 25.4 პროცენტით გაიზარდა და 2.02 მილიარდი ლარი შეადგინა. მატება განხორციელდა ვალდებულებებისა და კაპიტალის ხარჯზე, რომლებმაც შესაბამისად 1.47 მლნ ლარი (მატება 18 პროცენტი ) და 547 მლნ ლარი (მატება 50 პროცენტი) შეადგინა.
ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის მიხედვით, აქტივების ზრდის ზემოაღნიშნული მაჩვენებელი გარკვეულწილად უკავშირდება 2016 წლის დეკემბერში „ონლაინ“ სესხების გამცემი რამდენიმე მაღალკაპიტალი- ზირებული კომპანიის მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციას.
"2016 წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე კვლავაც ნარჩუნდებოდა “მსუბუქი“ ზედამხედველობის რეჟიმი. თუმცა, ამავდროულად, გრძელდებოდა მუშაობა მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზისა და საზედამხედველო ჩარჩოს სრულყოფის მიმართულებითაც, რაც, გარკვეულწილად, რეგულაციების ნორმების გამკაცრებას ისახავს მიზნად.
2016 წლის მონაცემებით წმინდა სესხების ოდენობა 1,399 მლნ ლარით განისაზღვრა და მთლიანი აქტივების 69 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წმინდა სესხების მთლიან აქტივებთან თანაფარდობის წილობრივი მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში არსებითად არ შეცვლილა. წმინდა სესხების ზრდის ტემპმა გასულ წელს 19.5 პროცენტი შეადგინა", - ვკითხულობთ ანგარიშში.
2016 წლის მონაცემებით მიკროსაფინანსო სექტორის მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 1,444 მილიონი ლარი შეადგინა. იგი ძირითადად წარმოდგენილია სამი სექტორით: 1. ვაჭრობა და მომსახურება - 292 მლნ ლარი (პორტფელის 20 პროცენტი); 2. სოფლის მეურნეობა და მეტყევეობა - 280 მლნ ლარი (პორტფელის 19 პროცენტი); 3. სამომხმარებლო სესხები - 750 მლნ ლარი (პორტფელის 52 პროცენტი).

























