მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასულ წელს, მსოფლიოში იარაღით ვაჭრობა ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაიზარდა

575e857fc7fe1
BM.GE
13.06.16 14:04
1431
2015 წელს მსოფლიოს იარაღის ბაზარზე ზრდამ 10 წლის მაქსიმუმს მიაღწია. ამის მიზეზად საუდის არაბეთის შესყიდვების მკვეთრ ზრდას ასახელებენ.

როგორც Bloomberg იტყობინება, 2015 წელს იარაღის მსოფლიო ბაზრის მოცულობა 65 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც 2014 წლის მაჩვენებელზე 10 %-ით მეტია. სააგენტო ინფორმაციას ორგანიზაცია IHS Global-ის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანგარიშის თანახმად, ეს ბოლო 10 წლის მანძილზე მსოფლიოში იარაღის გაყიდვების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რომლის მთავარ მიზეზად საუდის არაბეთის მიერ შეიარაღების შესყიდვების გაზრდა დასახელდა. ასევე საერთო მაჩვენებლის ზრდაზე გავლენა იქონია ახლო აღმოსავლეთს რეგიონში მოთხოვნის მატებამაც.

იმპორტიორ ქვეყნებში პირველ ადგილზე საუდის არაბეთია. მან იარაღის იმპორტი 2015 წელს 50%-ით გაზარდა.

IHS-ის პროგნოზის თანახმად, ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში ნავთობის არასტაბილური ფასების გამო, იარაღის შესყიდვების შემცირება მოუწევთ.

2015 წლის მაჩვენებლით უმსხვილეს ექსპორტიორად აშშ ითვლება, რომელმაც 23 მილიარდ დოლარის იარაღი გაყიდა, მათ შორის 8.8 მილიარდი დოლარის იარაღი ახლო აღმოსავლეთში. ამერიკული იარაღის შესყიდვები თვითმფრინავების ხარჯზე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები