მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასულ წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 41,5 მილიონი ლარი შეადგინა

5816ee4028f88
BM.GE
31.10.16 11:10
1429
2015 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული 59 ეკონომიკური სუბიექტი, მათგან 83,0% ქალაქ თბილისშია განთავსებული, 8,5% - აჭარაში, 5,1% - იმერეთში, ხოლო დანარჩენი ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, გზავნილების მიწოდებას საქართველოში 2015 წელს ახორციელებდა საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების 164 სერვის ცენტრი, რომლებშიც დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 3,7 ათასი კაცი შეადგინა. აქედან 832 კურიერი, ფოსტალიონი და ფელდეგერია.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით 2015 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 41,5 მლნ. ლარი შეადგინა. აქედან საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები 63,0%-ს შეადგენს, ხოლო 37,0% ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებია.

საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 43,9% წერილობითი კორესპოდენციების მიწოდებიდან არის მიღებული, ხოლო 56,1% - ამანათების მიწოდებიდან.

საკურიერო მომსახურებით დაკავებული საწარმოების მიერ 2015 წლის განმავლობაში გაგ- ზავილია 1056,2 ათასი წერილობითი კორესპოდენცია და 1071.0 ათასი ამანათი1. საერთაშორისო გზავნილი ამანათების 55,1%-ს შეადგენს, ხოლო წერილობითი კორესპოდენციის -11,1%-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები