მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს, საქართველო ყოველდღიურად 1300-ზე მეტ ტრაილერს ატარებდა - რა სარგებელი მივიღეთ?

63ce21c60c15b
ნინო ტაბატაძე
23.01.23 10:30
7199
გასულ წელს საქართველოს დერეფანში ყოველდღიურად 1300-ზე მეტი ტრაილერის გატარება ხდებოდა, მათ შორის, მხოლოდ დეკემბერში საქართველოს გზებით 45 560 ტრაილერმა ისარგებლა.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, დეკემბერში, სატვირთო ავტომობილების მფლობელებმა გზის სარგებლობისთვის ბიუჯეტში 15.9 მლნ ლარის გადასახადი გადაიხადეს.

ერთი მხრივ, შუა დერეფანში ტვირთების გაზრდილი ნაკადის და მეორე მხრივ, ივნისიდან გადასახადის 200-დან 350 ლარამდე გაზრდამ, გზათსარგებლობიდან შემოსავლები ისტორიულ ნიშნულამდე - 128 მლნ ლარამდე გაზარდა. სწორედ ამ მოცულობის თანხა შევიდა ბიუჯეტში ტრაილერების გატარებიდან. 2021 წელს ეს მაჩვენებელი თითქმის 2-ჯერ ნაკლები, მხოლოდ 66,4 მლნ ლარს შეადგენდა.

გატარებული სატვირთოების მიერ გადახდილი გზათსარგებლობის საფასური თვეების მიხედვით:

იანვარი - 26,742 სატვირთო / 5,348,454 ლარი
თებერვალი - 30,493 სატვირთო / 6,098,631 ლარი
მარტი - 24,780 სატვირთო / 4,956,096 ლარი
აპრილი - 34 021 სატვირთო / 6,804,200 ლარი
მაისი - 41,307 სატვირთო /8,261,368 ლარი
ივნისი - 45,095 სატვირთო / 10,522,373 ლარი (20 ივნისიდან გადასახადი 350 ლარი გახდა)
ივლისი - 39,177 სატვირთო/ 13,712,014 ლარი
აგვისტო - 43,858 სატვირთო / 15,350,493 ლარი
სექტემბერი - 39,208 სატვირთო / 13,722,963 ლარი
ოქტომბერი - 39,301 სატვირთო/ 13,755,578 ლარი
ნოემბერი - 38,791 სატვირთო/ 13,577,160 ლარი
დეკემბერი - 45,560 სატვირთო / 15,946,016 ლარი

ჯამში, 2022 წელს საქართველოს დერეფანში, დაახლოებით 448,335 სატვირთომ გაიარა, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 332,070 იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები