გადასახადის გადამხდელთა შერჩევის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ 2016 წლის განმავლობაში დაინიშნა 3,236 საგადასახადო შემოწმება; მათ შორის, 2,277 კამერალური შემოწმება (148 სრული; 2,129 თემატური) და 959 გასვლითი საგადასახადო შემოწმება (7 სრული; 952 სრული გეგმით).
რაც შეეხება ლიკვიდაცია/რეორგანიზაციის პროცესში მყოფ სუბიექტებს: 1. ლიკვიდაცია დაიწყო 362 ორგანიზაციაში;
2. შესწავლის შედეგად, დაინიშნა ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საგადასახადო შემოწმება 216 ორგანიზაციაში;
3. სალიკვიდაციო საგადასახადო შემოწმების დასრულების ან/და ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაიგზავნა 408 წერილი;
4. დაფიქსირდა რეორგანიზაციის პროცესი 160 ორგანიზაციაში.
შემოსავლების სამსახურის წლიური ანგარიშის მიხედვით, გადახდევინების ღონისძიებების დაგეგმვის კუთხით, 2016 წელს სულ შედგენილია 1,887 გრაფიკი თანხით 63,658,069 ლარი; მათ შორის, უზრუნველყოფით 435 გრაფიკი თანხით 59,225,140 ლარი, ხოლო უზრუნველყოფის გარეშე (5,000 ლარამდე) 1,452 გრაფიკი თანხით 4,432,929 ლარი.
ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამოიცა 3,378 ბრძანება, ხოლო ქონებაზე ყადაღის გაუქმების შესახებ გამოიცა 8,367 ბრძანება, დაფარულია 162,865,100 ლარი.
მესამე პირის მფლობელობაში არსებული ქონების მიმართ გადახდევინების მიქცევის მიზნით, გამოცემულ იქნა 144 საგადასახადო მოთხოვნა; მოთხოვნის თანხამ ჯამში შეადგინა 17,094,824 ლარი. აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადაიგზავნა 988 სააღსრულებო ფურცელი თანხით 268,117,811 ლარის ოდენობით.

























