მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასულ წელს, საქართველოში თვითდასაქმებულთა რაოდენობა 2.7 პროცენტით შემცირდა

57482d034ed82
BM.GE
27.05.16 15:17
1738
2015 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2014 წელთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.0 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, 2015 წელს უმუშევრობის დონემ ბოლო 12 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.
 
წინა წელთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე გაზრდილია 2.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.8 პროცენტული პუნქტით, წინა წელთან შედარებით აქტიურობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 2.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.5 პროცენტული პუნქტით.

ტრადიციულად, დასაქმებულებში ჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი. 2015 წელს 2014 წელთან შედარებით, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 8.8 პროცენტით, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა პირიქით 2.7 პროცენტით შემცირდა, რის შედეგადაც დასაქმებულებში დაქირავებულთა წილი 2.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სოფლის მოსახლეობაში, ქალაქის მოსახლეობასთან შედარებით. 2015 წელს 2014 წელთან მიმართებაში უმუშევრობის დონის შემცირება დაფიქსირდა, როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში და შესაბამისად, 21.5 და 4.8 პროცენტი შეადგინა. ამასთან, ქალაქად უმუშევრობის დონემ მინიმალურ მაჩვენებელს მიაღწია ბოლო 15 წლის, ხოლო სოფლად - ბოლო 9 წლის მანძილზე.

წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე რეგიონულ ჭრილში გაზრდილია მხოლოდ შიდა ქართლის და კახეთის რეგიონებში, შესაბამისად 0.8 და 0.7 პროცენტული პუნქტით. თბილისში, სადაც უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია, აღნიშნული მაჩვენებელი 1.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები