მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელთან შედარებით ფეხზე წამოდგომა დავიწყეთ - "ლილო მოლი"

619cce4031faf
ვიქტორია მღებრიშვილი
23.11.21 19:20
927
„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, „ლილო მოლში“ გასულ წელთან შედარებით გაყიდვების მიმართულებით უკეთესი მდგომარეობაა და "ბიზნესი ფეხზე წამოდგა".

ამის შესახებ მან გადაცემა „საქმის კურსში“ წამყვანის მიერ ბაზრობის აქტივობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა. მისი განმარტებით, სახელმწიფოს მიერ სავალდებულო ტესტირების დაფინანსების გაუქმება ბიზნესსუბიექტებს ტვირთად დააწვებათ.

გიორგი კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ დღეისთვის „ლილო მოლში“ 7 000-მდე დასაქმებულია.

„გაცილებით უკეთესად ვართ დღეს, იმასთან შედარებით, რაც გასულ წელს იყო. ფეხზე წამოდგომა, ვალების გადახდა დავიწყეთ, ბიუჯეტში გადასახადებს ვიხდით. მნიშვნელოვანია, რომ მშვიდი პერიოდი გაგრძელდეს, რათა ადამიანები ფეხზე დადგნენ, ბიზნესს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს - ძალიან გაძვირდა ტრანსპორტირება და სხვა საკითხები და კიდევ დამატებითი ხარჯები ბიზნესს ტვირთად დააწვება.

ვიმედოვნებთ, რომ დასაქმებულთა სავალდებულო ტესტირების ბიუჯეტიდან დაფინანსების შეწყვეტის ვადები კიდევ გადაიხედება. მოგეხსენებათ, აღნიშნული დაფინანსების მოხსნა იანვარში იგეგმება. ეს ის პერიოდია, როდესაც ვაჭრობა კვდება და გვიან გაზაფხულამდე მეწარმეებს თავი გააქვთ და მხოლოდ ხარჯების ნაწილი რჩება. გაზაფხულიდან უკეთესი სიტუაცია იქნება, რადგან ეს მაინც პოსტპანდემიური შეზღუდვების პერიოდია და ნებისმიერი ცვლილება ბიზნესს ძალიან ცუდად აწვება, შეიძლება ეს გარედან კარგად არ ჩანდეს“, - თქვა „ლილო მოლის“ დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები