გთავაზობთ გასული კვირის (5 – 10 სექტემბერი, 2022) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას
1. 2022 წლის II კვარტალში საქართველოში 351.8 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა
2. აგვისტოში სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსით ინფლაციამ 11.3% შეად გინა
3. 2022 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით ტურიზმი 51.5%-ით აღდგა
4. კონკურენციის სააგენტომ მიერ საქართველოში საწვავის ბაზარის უმსხვილესი მოთამაშეების მოკვლევა დაიწყო
5. როდის შეიტანს საქართველო ერთიანი ევროგადახდის სივრცეში წევრობის განაცხადს
6. რამდენია მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება და საპენსიო აქტივებზე რეალური ამონაგები
7. რა ეტაპზეა ბიძინა ივანიშვილის სარჩელის განხილვა Credit Suisse-ის წინააღმდეგ
8. როგორ მიმდინარეობს რთველის სუბსიდირების პროგრამა
9. ახალი კანონპროექტის მიხედვით გაკოტრებული ბანკების მოუკითხავი დეპოზიტები ბიუჯეტში გადაირიცხება
10. „ანაკლიის პორტის“ პროექტის ახალი ტენდერის ვადები ჯერ კიდევ უცნობია
1. 2022 წლის II კვარტალში საქართველოში 351.8 მლნ აშშ დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა
2022 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.1%-ით გაიზარდა და 351.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის II კვარტალში ინვესტიციების უდიდეს ნაწილს რეინვესტიცია წარმოადგენდა, რომლის წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 68.3% იყო. ეკონომიკის სექტორებს შორის ყველაზე მეტი ინვესტიცია ენერგეტიკაში განხორციელდა (77 მილიონი აშშ დოლარი), ხოლო ყველაზე მეტი ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა (მთლიანი ინვესტიციების 18.4%).
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3qzb61v; https://bit.ly/3RXBq1j
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ათეული: https://bit.ly/3Bvl4HB
2. აგვისტოში სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსით ინფლაციამ 11.3% შეადგინა
ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშებისას სამომხმარებლო კალათის წონები მოიცავს როგორც რეზიდენტების, ისე არარეზიდენტების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე გაწეულ ხარჯებს. აღნიშნულმა სამომხმარებლო ფასების ჰარმონიულმა ინდექსმა აგვისტოში 11.3% შეადგინა. სამომხმარებლო ჯგუფების მიხედვით ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების (16.0%-ით), ტრანსპორტისა (15.8%) და სასტუმროები, კაფეები და რესტორნების ჯგუფებში (15.8%).
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3RAKJ7u; https://bit.ly/3ROGp46
3. 2022 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით ტურიზმი 51.5%-ით აღდგა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით 2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში 3 256 370 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 208.9%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურიზმის ეს მაჩვენებელი 51.5%-ით აღდგა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3BcAvTY
4. კონკურენციის სააგენტომ მიერ საქართველოში საწვავის ბაზარის უმსხვილესი მოთამაშეების მოკვლევა დაიწყო
კონკურენციის სააგენტომ აგვისტოში საწვავის ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეების - "სოკარის", "ლუკოილის", "რომპეტროლის", "ვისოლის" და 'გალფის" მოკვლევა დაიწყო, რომლის მიზანიც ნავთობ-იმპორტიორი კომპანიების კეთილსინდისიერების შეფასება და შესაძლო დარღვევის ფაქტების გამოვლენაა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3B4jV8B; https://bit.ly/3B73A35; https://bit.ly/3B73CrJ;
5. როდის შეიტანს საქართველო ერთიანი ევროგადახდის სივრცეში წევრობის განაცხადს
საქართველოს პარლამენტი ერთიანი ევროგადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივებს დაჩქარებული წესით განიხილავს, რაც ბოლო წლებში წარმოდგენილი ყველაზე მოცულობითი საკანონმდებლო პაკეტია. ცვლილებები ეხება ისეთ საკითხებს, რომლებიც მომხმარებლის ანგარიშების მართვას, ტრანზაქციებს, გადარიცხვებს ეხება, ასევე პროტოკოლებს, წესებს და პროცედურებს, რომლებიც მთლიანად ფინანსური სფეროს რეგულირებასთან არის კავშირში.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3QzQ79E; https://bit.ly/3BvfC7F
6. რამდენია მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება და საპენსიო აქტივებზე რეალური ამონაგები
2022 წლის 7 სექტემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი საპენსიო აქტივების ღირებულებამ 2.62 მილიარდი ლარი შეადგინა, წმინდა ამონაგები კი 374 მილიონი ლარია. საინვესტიციო პორტფელის 18.9% აშშ დოლარში, ხოლო 81.1% ლარშია განთავსებული. ამ ეტაპზე საპენსიო სისტემაში 1.313 მილიონი ადამიანია გაწევრიანებული.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3d7aWeP; https://bit.ly/3QAlf90
7. რა ეტაპზეა ბიძინა ივანიშვილის სარჩელის განხილვა Credit Suisse-ის წინააღმდეგ
სინგაპურის უზენაესმა სასამართლომ Credit Suisse-ის წინააღმდეგ, ბიძინა ივანიშვილის სარჩელის განხილვა დაიწყო. Bloomberg-ის თანახმად, სასამართლოზე ჩვენება მისცა ივანიშვილის ფინანსურმა მრჩეველმა გიორგი ბაჩიაშვილმა. ბიძინა ივანიშვილის მხარის ინფორმაციით, ბანკისგან მიყენებული ზარალი 1.28 მილიარდი აშშ დოლარია, უშუალოდ სინგაპურში დავა 818 მილიონი აშშ დოლარის კომპენსაციაზეა. დავის პარალელურად კი, Reuters-ის ინფორმაციით, Credit Suisse-ი მისი გლობალური სატრასტო ბიზნესი გაყიდვას გეგმავს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3L8GFsz; https://bit.ly/3L78gdy; https://bit.ly/3L4HmTK
8. როგორ მიმდინარეობს რთველის სუბსიდირების პროგრამა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 სექტემბრის მდგომარეობით, ღვინის საწარმოებს ყურძენი 1000-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი კი 16 მლნ ლარს აღწევს. რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 200-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი, ხოლო გადამუშავებულია 20 ათასი ტონა ყურძენი.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3eGGOqV
9. ახალი კანონპროექტის მიხედვით გაკოტრებული ბანკების მოუკითხავი დეპოზიტები ბიუჯეტში გადაირიცხება
საქართველოს მთავრობამ პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც გაკოტრებული ბანკების მოუკითხავი დეპოზიტები ბიუჯეტში გადაირიცხება. კომიტეტზე აღნიშნული კანონპროექტის მოსმენისას მთავარი კითხვა იყო შემდეგი, თუ რატომ უნდა გადაიქცეს კერძო საკუთრებაში არსებული თანხა სახელმწიფო საკუთრებად და თუნდაც რატომ არ რჩება ეს ქონება იგივე კომერციულ ბანკს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3RAZIyg
10. „ანაკლიის პორტის“ პროექტის ახალი ტენდერის ვადები ჯერ კიდევ უცნობია
ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ „ანაკლიის პორტთან“ დაკავშირებით მიზანშეწონილობის კვლევა ჩაატარა, რაც მთავრობას PPP კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებების შეტანის შესაძლებლობას მისცემს. ამასთან, პროექტთან დაკავშირებით ახალი ტენდერის გამოცხადებას გეგმავენ, თუმცა ტენდერთან დაკავშირებით ვადები უცნობია.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3Dglcw6




























