მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული წელი მეღვინეებისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ წლად შეიძლება ჩაითვალოს - Burka’s wine

burka

კახეთში, ყვარელში მდებარე მარანი Burka’s Wine ტურისტული ობიექტის ამოქმედებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან მარნის თანადამფუძნებელმა, ფარნაოზ ბურკიაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ტურისტული ობიექტი მარნის ტერიტორიაზე იქნება წარმოდგენილი და ის აუზს, სადეგუსტაციო სივრცეს და ჭაჭის სახდელს გააერთიანებს.

„საქმე ისაა, რომ ყვარელში მამაპაპისეული სახლი გვქონდა, რისი განახლებაც ხდება. საოჯახო სასტუმრო 7 ნომრისაგან იქნება შემდგარი და მასში 15-20 ადამიანის მასპინძლობა იქნება შესაძლებელი. ხოლო, მასში 100 000 დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.

რაც შეეხება მარანს, ჯამში მარანში დაახლოებით 10 ადამიანამდე ვართ დასაქმებული და წელიწადში 3000-5000 ბოთლ ღვინოს ვასხამთ, რომლის 80% ექსპორტზე გაგვაქვს. ჩვენი საექსპორტო ბაზარი ჩეხეთია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პარტნიორი მადრიდში გადადის, შესაძლოა Burka’s wine-ის ღვინო, ესპანეთშიც გაიყდიდოს“, - აცხადებს ბურკიაშვილი.

მისივე თქმით, გასული წელი მეღვინეებისთვის ყველაზე ცუდ წლად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ვენახების 40-60% ხარისხს ვერ აკმაყოფილებდა. ამან კი, მეღვინეებს არაერთი პრობლემა შეუქმნა.

აღსანიშნავია, რომ ყვარელში მდებარე მარანი Burka’s Wine საოჯახო ბიზნესია, რომელიც ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. ისინი ქვევრის ღვინოს აწარმოებენ, კერძოდ საფერავს, ქისს და ხიხვს. ყურძენს ადგილობრივი მევენახეებისგან იბარებენ და წელიწადში 5000-მდე ბოთლ ღვინოს ასხამენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები