საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი BMG-ის კითხვაზე, იყო თუ არა გათვალისწინებული "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულების მოწერის პერიოდში მთავრობის მიერ ტვირთბრუნვის რისკების დაზღვევა, ქუმსიშვილი პასუხობს, რომ მსგავსი დაშვება თავდაპირველ ხელშეკრულებაში არ ყოფილა. აქვე ქუმსიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული მოთხოვნა უშუალოდ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროცესში წარმოიშვა საფინანსო ინსტიტუტების მიერ.
დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს იმასაც, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად უნდა აშენდეს.
"მომენტში, როდესაც ანაკლიის კონსორციუმთან ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, ასეთი დაშვება არ ყოფილა. თვითონ ტენდერის პირობებსაც თუ ნახავთ, ძალიან ცახადად წერია, რომ გამარჯვებულ კომპანიას ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება უნდა წარმოედგინა თვითონ უკვე პროცესში. შესაბამისად, პროცესის მიმდინარეობაში, წარმოშობილი არის საკითხი, რომ დღეს უკვე საფინანსო ისნტიტუტები ითხოვენ დამატებითი კრიტერიუმების შესრულებას. ხელმოწერის მომენტში ასეთი რამ არ იყო.
ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს აუცილებლად"- ამბობს საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

























