მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გათხევადებული აირების (LPG) იმპორტი გაიზარდა - საიდან შემოდის საწვავი?

64647b124c396
BM.GE
17.05.23 10:56
559
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2023 წლის იანვარ-აპრილის თვეებში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 30,6 ათასი ტონა, რაც 15 ათასი ტონით ანუ 96,1%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (15,6 ათასი ტონა) შედარებით.

"2023 წლის 4 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 14,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 48,4%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ერაყი - 7,9 ათასი ტონა (25,8%); თურქეთი - 6,7 ათასი ტონა (21,9%); აზერბაიჯანი - 1,2 ათასი ტონა (3,9%);

2023 წლის იანვარ-აპრილის თვეებში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 14,48 ათასი ტონა, რაც 4,97 ათასი ტონით ანუ 52,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (9,51 ათასი ტონა) შედარებით.

2023 წლის 4 თვის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,7% (14,44 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან", - ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტრიორთა კავშირის ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები