ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) გეგმავს ტურიზმის ინდუსტრიაში მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ახალი სკოლა და პროგრამები შექმნას. იდეა და საჭიროება ქვეყანაში ბოლო წლებში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებამ და მისმა უზარმაზარმა პოტენციალმა განაპირობა. ინდუსტრიის ზრდის პარალელურად ბაზარზე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას კვალიფიციური კადრების დეფიციტი წარმოადგენს, ამიტომ GAU-ს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სფეროს გაძლიერებისა და განვითარების ამბიციური გეგმა და ხედვა აქვს.
სტუმრები: ანა ჩორგოლაშვილი - GAU-ს საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერი;
გიორგი თაქთაქიშვილი - GAU-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი