ევროკავშირის წევრობამდე საქართველოს ეკონომიკას პრობლემები ანტიდასავლური რიტორიკა პრობლემებს ეკონომიკაში უახლოეს მომავალში არ მოაკლებს - ასე ფიქრობენ ბიზნეს წრეებში, რომელთათვისაც ინვესტორებთან კომუნიკაციამ ქვეყნიდან გასვლის და ბიზნესაქტივობის შეჩერების სიგნალები უცხო არ არის. ICC საქართველოს თავმჯდომარე მოსალოდნელი სანქციების ფონზე, უცხოური კომპანიების ნაწილის საქართველოდან გასვლას არ გამორიცხავს. ქვეყანაში არსებული არასტაბილური პოლიტიკური გარემოს ფონზე, საინვესტიციო პროექტების დროებით გაჩერებას ადასტურებენ ადგილობრივი ინვესტორების ნაწილიც. ნუცა შუბაშვილი ესაუბრა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს.