ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო შექმნილი გაურკვევლობის ფონზე საქართველოში ინვესტორები პროექტებს აჩერებენ. ბიზნესი ამბობს, რომ პარტნიორები მოლოდინის რეჟიმში არიან და ახალი პროექტების დაფინანსებაზე საუბარი აღარ არის. ნაწილის შემთხვევაში საქართველოდან პროექტების რელოკაციაც განიხილება. რა გავლენა აქვს მთავრობის გადაწყვეტილებებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე და რა სექტორებში მოხდა პროექტების შეჩერება?