მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გაუმართავი ავტომობილებით დედაქალაქში მოძრაობა იქნება გამორიცხული"

5b333cf82a798
მეგი კავთუაშვილი
27.06.18 11:25
17547
მერიის ავტომანქანებს, რომლებიც დადგენილ სავალდებულო ტექ. დათვალიერებას ვერ გაივლის, ხმარებიდან ამოიღებენ.

ინფორმაცია თბილისის მერმა დღეს მთავრობის სხდომაზე გააჟღერა. მისი თქმით, ასევე მოიქცევა ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, ვინაიდან 1-ლი ივლისიდან სავალდებულო ხდება სახელმწიფო ავტოპარკისა და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშულებების ტექ. დათვალიერება.

„სასწრაფოდ მოსაგვარებელი საკითხია დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების პრობლემა. ამ გამოწვევის დაძლევისთვის, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის, მუნიციპალიტეტს საკმაოდ მკვეთრი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს მომდევნო თვეების და წლების განმავლობაში, როგორც სატრანსპორტო პოლიტიკის, ისე გარემოს დაცვის მიმართულებით.

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოების მხრიდან იქნება მხარდაჭერა, იქნება თანადგომა, იმიტომ რომ ჩვენ გარკვეულწილად მოგვიწევს არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა, თუმცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ეს ნაბიჯები ისევ და ისევ ჩვენი, ჩვენი შვილების და მომავალი თაობის კეთილდღეობისთვის. ჩვენ უნდა ვიყოთ ლოკომოტივები, ვაჩვენოთ ყველას, რომ ეს არის სწორი ნაბიჯები.

დედაქალაქში გაუმართავი ავტომობილებით მოძრაობა იქნება გამორიცხული. ეს არის პირველი ნაბიჯები. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, წარმოვადგინოთ ჩვენი ხედვა, სადაც გაწერილი იქნება თვეების და წლების მიხედვით თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ შეიცვალოს არსებული მდგომარეობა. ამაზე კონსულტაციები მიმდინარეობს ცენტრალურ ხელისუფლებასთან“ - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები