ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს ეფექტიანობა გაიზარდა. როგორც გიორგი კაკაურიძე ამბობს, დავების განხილვის ვადები შემცირდა, ხოლო გადაწყვეტილებების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მისი თქმით, usaid-ის დახმარებით მომზადებული დოკუმენტიდან რეფორმის მიმდინარეობისას რეკომენდაციების ნაწილი გაითვალისწინეს, ნაწილი კი - არა. ბიზნესის ნაწილი კი აცხადებს, რომ დავების განხილვის საბჭოს მუშაობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეიმჩნევა და გაჭიანურებული ვადები კვლავ პრობლემად რჩება. შესაბამისად, ბიზნესი კვლავ ამ სტრუქტურის ძირეული რეფორმის საჭიროებაზე საუბრობს.