მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გაურკვეველ ვითარებაში ყოფნა ჩვენთვის უმძიმესია“ - ბიზნესი ახალი შეზღუდვების მოლოდინში

60fef000c535b
თათია ჩაფიჩაძე
26.07.21 22:30
950
The North Face-ის, Timberland-ის, Diesel-ის და სხვა მსოფლიო ბრენდების წარმომადგენელი კომპანია „მეგასპორტის“ დამფუძნებელი და დირექტორი დავით ჩხეიძე ხელისუფლებას ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებისკენ მოუწოდებს. BM.GE-თან საუბრისას ჩხეიძე ამბობს, რომ აჭარაში დღეს არსებული მძიმე ეპიდვითარება ბიზნესს, გაურკვეველ ვითარებაში და ახალი შეზღუდვების დაწესების მოლოდინში ამყოფებს, რაც სექტორისთვის უმძიმესია.

ჩხეიძე მოუწოდებს შესაბამისს პირებს, რომ რიგი სერვისების მიღების უფლება მხოლოდ აცრილი მოქალაქეებისთვის იყოს შესაძლებელი.

„ყველაზე სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია ვაქცინაციის მაქსიმალური პრომოუშენი, ამას ალტერნატივა არ აქვს. ვაქცინაცია ნებისმიერი ვაქცინით არ გვკლავს, თავიდან ვიშორებთ მძიმე მკურნალობის კურსს და აუცილებელია ამის საზოგადოებამდე მიტანა.

მე მივესალმები იმ ტენდენციას, საითაც მიდის ევროპის არაერთი ქვეყანა, დაიწყო სერიოზული საუბარი იმაზე, რომ გარკვეული სერვისების მიღება იქნება ეს რიტეილი, რესტორნები თუ სხვა, შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის. მესმის რომ ეს გამოიწვევს რაოდენობის შემცირებას, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ექნება დადებითი ეფექტი.

როცა ვამბობთ, რომ ტურისტიც გვინდა, სასტუმროებმაც უნდა იმუშაონ, ჩვენც მათზე ვართ დამოკიდებულები, იმიტომ რომ ჩვენთანაც ის ტურისტები მოდიან, მათთან შესაბამისი პროცედურული საკითხები უნდა გვქონდეს დალაგებული. ვიცით რომ რუსეთიდან ძალიან დიდი ნაკადები აყალბებენ ამ საბუთებს და ისე შემოდიან, ამის პრევენციისთვის რამე ხომ უნდა გავაკეთოთ? კატასტროფა ხდება აჭარაში, ეს ხომ გამოიწვევს იმას, რაც წინა წელს იყო? როგორ შეიძლება ვერ ვისწავლოთ დაშვებულ შეცდომებზე? ევროპაზე როცა ვლაპარაკობთ, ისინი სხედან და ფიქრობენ, რომ მეორედ აღარ დაუშვან იგივე და ჩვენ სულ ერთიდაიგივე როგორ შეიძლება ვაკეთოთ?

გაურკვეველ ვითარებაში ყოფნა უმძიმესია ჩვენთვის, არ ვიცით ხვალ რა იქნება, გავაკეთოთ შეკვეთები თუ არა, ჩაგვკეტავენ თუ არა. ამ დროს ხდება ზამთრის სეზონისთვის მზადება და არაფრის გარანტია არ გვაქვს.“ - აცხადებს ჩხეიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები