გაურკვევლობა ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის რეფორმაში - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გეოპოლიტიკური რისკების გათვალისწინებით, ბირჟის გაშვება მეექვსედ, ამჯერად მომავალი წლის 1 ივლისამდეა გადავადებული. ხარჯების დაზოგვის მიზნით, ეკონომიკის სამინისტრო გეგმავს, ელექტროენერგეტიკის და გაზის ბაზრები ერთად გახსნას, განხილვაშია ბირჟაზე ნებაყოფლობით ვაჭრობის პრინციპის შემოტანაც. რა იცვლება ენერგეტიკის ბაზრის ლიბერალიზაციის რეფორმაში?