მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაურკვევლობა ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის რეფორმაში - რა იცვლება?

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, მსოფლიოში ენერგორესურსებზე არასტაბილური ფასების გათვალისწინებით ჯერ სწორი დრო არ არის იმისთვის, რომ ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდეს, ამიტომ მთავრობა ახლა დაკვირვების რეჟიმშია, რომ ბაზრის გახსნა მოხდეს ისე, რომ ეს ნაკლებად მტკივნეული იყოს როგორც ბაზრის მოთამაშეებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის. ელექტროენერგეტიკული ბირჟის გახსნისთვის მთავრობას დრო 2024 წლის 1 ივლისამდე აქვს აღებული. როგორც ცნობილია, დროში ერთად მოხდება როგორც გაზის, ისე ელექტროენერგეტიკული ბირჟების ამოქმედება, რაც ხარჯების დაზოგვის მიზნით ხდება. გეოპოლიტიკური, ასევე ენერგორესურსებზე არასტაბილური საფასო პოლიტიკის გათვალისწინებით კერძო სექტორის ნაწილი ბირჟის გადავადების მომხრეა, თუმცა სპეციალისტების ნაწილი თვლის, რომ ადრე თუ გვიან ბირჟაზე ვაჭრობა უნდა დაიწყოს, რის მიმართაც სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს. როგორც ლევან ვეფხვაძე განმარტავს, ეს ბაზარი მდგრადი არ არის კრიზისების დროს, ამიტომ საქართველომ მათ შორის უნდა იხელმძღვანელოს ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებით და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები