გაურკვეველია ვითარება და რთულია მოლოდინებში კონკრეტიკის გარჩევა უძრავი ქონების ბაზრის მოთამაშეებისთვისაც. ბაზარზე ამ ბიზნესის წარმომადგენლები მოთხოვნის შემცირებას ელოდებიან. არაერთგვაროვანია მოლოდინები ფასთან დაკავშირებით, სამომავლოდ პროცესების გაუმჭვირვალობა ბიზნესისთვის ყველაზე რთულად დასაძლევ არასტაბილურობის განცდაშია.