მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაუტამ ადანის კომპანია განახლებად ენერგიაში $1.1 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

ადანი

მილიარდერი გაუტამ ადანის კომპანია - Adani Green Energy განახლებადი ენერგიის მიმართულებით დაახლოებით 1 მილიარდ 120 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. როგორც ცნობილია, აღნიშნული თანხა მზის და ქარის ენერგიის გენერაციის ობიექტების განვითარებას მოხმარდება.

Adani Green Energy-ს დაგეგმილი აქვს, რომ 2030 წლისთვის მისმა გამომუშავებამ მწვანე ენერგიის წყაროების დახმარებით 500 გიგავატს მიაღწიოს. გარდა ამისა, კომპანია მწვანე ენერგიის კვლევის და განვითარების (R&D) მიმართულებით მომდევნო წლებში $3 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს.

გაუტამ ადანი, რომელიც ინდოეთის რიგით მეორე უმდიდრესი მოქალაქეა, მსოფლიოს უდიდესი ქვანახშირის მომპოვებელი კომპანიის მფლობელია. მისი კომპანიის მიერ წლიურად გამოყოფილი ემისიების მოცულობა არა ცალკეული სახელმწიფოების, არამედ კონტინენტების მაჩვენებლებს აღემატება, რაც მას მას პლანეტის ერთ-ერთ მთავარ დამბინძურებლად აქცევს.

ექსპერტები შეფასებით, მწვანე ენერგიის მიმართულებით პროექტების განხორციელების მიზანი Adani Group-ის შელახული რეპუტაციის გამოსწორებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები