პარლამენტის წინ აქცია #შინევროპისკენ მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წევრები მიმართავენ.
სპიკერებს შორისაა მწერალი ლაშა ბუღაძე.
„ცხადია, დღევანდელი ჩვენი დემონსტრაცია ისევ არის ორიენტირებული იმ მნიშვნელოვან ისტორიულ ფოკუსზე, რომელიც გულისხმობს საქართველოს ინტეგრირებას ევროკავშირის სივრცეში და ჩვენ არ დავიღლებით, ყოველთვის შევიკრიბებით აქ და მანამდე გავაგრძელებთ პროტესტს, სანამ საქართველო არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს,“ - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.