გავრცელებული ინფორმაციით, თავისუფლების მეტროსთან 71 წლის მოქალაქე აზა ჩილაჩავა დააკავეს.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
აფხაზეთიდან დევნილი 71 წლის აზა (მადლენა) ჩილაჩავა სასამართლომ 22 ოქტომბერს სამართალდამრღვევად ცნო აქციაზე პირბადით ყოფნის გამო - მას სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადეს.
„პირველი გადავალ [რუსთაველზე], არ მეშინია. მომკიდონ ხელი და დამიჭირონ... ასეთი სიმწარე გამოვლილს, მე რუსეთი უნდა მიყვარდეს? ვერასდროს შევიყვარებ რუსეთს - არასდროს გაიხარებს საქართველო ამათ ხელში...“ - უთხრა აზა (მადლენა) ჩილაჩავამ რადიო თავისუფლებას მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ სასამართლო სხდომა დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოში.




























