მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გავხსნით მაღაზიებს, რომელსაც “დამზადებულია საქართველოში” ერქმევა - ბრიტანეთი-საქართველოს სავაჭრო ჰაბი

605e133869335
ლიკა გურაბანიძე
26.03.21 23:00
2722

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციამ და ბრიტანეთი-საქართველოს სავაჭრო ჰაბმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის საფუძველზეც და დახმარებითაც ქართველი მწარმოებლები ბრიტანეთში პროდუქციის ექსპორტს ადვილად შეძლებენ.

რა ფორმით შეიძლება ეს ურთიერთთანამშრომლობა შედგეს და რა ტიპის პროდუქციის ექსპორტის წახალისება მოხდება? - ამის შესახებ “საქმიან დილაში” ბრიტანეთი-საქართველოს სავაჭრო ჰაბის ბიზნესის განვითარების დირექტორმა ჯაკობ შუმახერმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი ქართველ მწარმოებლებს პროდუქციის ბრიტანეთში მარტივად გატანაში დაეხმარებიან.

“ქართველ მწარმოებლებს შეუძლიათ ჩვენთან მოვიდნენ და დავეხმარებით პროდუქციის ტრანსპორტირებაში, საწყობების ორგანიზებაში და ა.შ. აქ მხოლოდ პროდუქციის შეტანის საკითხი არ არის მთავარი, ჩვენ ასევე მის ლოგისტიკაზე და მარკეტინგზე ვიზრუნებთ. ონლაინ ვაჭრობა ქართული პროდუქციის გაყიდვებში ხელს შეგვიწყობს, ასევე გავხსნით მაღაზიებს, რომელსაც “დამზადებულია საქართველოში” ერქმევა და სადაც მომხმარებლები შესანიშნავ ქართულ პროდუქტებს პირადად იხილავენ. ჩვენ ასევე გვსურს, რომ პირიქით დიდი ბრიტანეთიდანაც შემოვიტანოთ პროდუქცია საქართველოში.” - აღნიშნა შუმახერმა.

ცნობისთვის, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან ბრიტანეთში ექსპორტირებული პროდუქციის საერთო ღირებულებამ, 2020 წელს 19,8 მლნ დოლარი შეადგინა, 2019 წელს კი - 29,1 მლნ დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები