მამუკა ხაზარაძის განცხადებასთან დაკავშირებით, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პირველი კომენტარი გააკეთა.
მინისტრი ხაზარაძისთვის მუქარის წერილის მიწერას უარყოფს და ამბობს, რომ ხაზარაძის განცხადება "იმუნიტეტის მოპოვების მცდელობაა". გახარიამ თქვა რომ ის პარლამენტში დიდი სიამოვნებით მივა.
"ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით. მე წერილებს არ ვწერ, მე სათქმელს პირდაპირ ვეუბნები პირში ყველას და მათ შორის, იმ ხალხს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს. პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. შანტაჟის ენით საუბარი საერთოდ საჯარო პოლიტიკიდან უნდა გაქრეს და ყველას მოუწევს პასუხი აგოს როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე - სიტყვებზეც.
ეს არის იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა. რაც შეეხება პარლამენტში მისვლას, არაერთხელ მივსულვარ და ამ საქმეთან დაკავშირებით მივალ დიდი სიამოვნებით მივალ პარლამენტში,"- განაცხადა გახარიამ.