მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გახარია - ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის ჭორაობა პარლამენტის ტრიბუნიდან

5c7d24e6b8acf
BM.GE
04.03.19 17:13
1082
მამუკა ხაზარაძის განცხადებასთან დაკავშირებით, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პირველი კომენტარი გააკეთა. 

მინისტრი ხაზარაძისთვის მუქარის წერილის მიწერას უარყოფს და ამბობს, რომ ხაზარაძის განცხადება "იმუნიტეტის მოპოვების მცდელობაა".

"ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვებისა. მე წერილებს არ ვწერ. მე სათქმელს პირდაპირ ვეუბნები და პირში ყველას, მათ შორის იმ ხალხს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს. პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ბიზნესში. შანტაჟის ენით საუბარი საერთოდ საჯარო პოლიტიკიდან უნდა გაქრეს და მიუხედავად ამ შანტაჟის ენით საუბრისა, ყველას მოუწევს პასუხი აგოს, როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზე

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ, ეს არის ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა. სხვა ყველაფერი არის ტყუილი.

მე ამ საქმესთან დაკავშირებით არავის არ ვეკონტაქტებოდი. ეს არის იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა. წერტილი.

რაც შეეხება პარლამენტში მისვლას, არაერთხელ მივსულვარ, ამ საქმესთან დაკავშირებით მივალ დიდი სიამოვნებით,"- განაცხადა გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები