მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გახარია - გუგული მაღრაძეს: პარლამენტარები ისეთ ვალდებულებებს გვაკისრებთ, რაც ჩვენი ფუნქცია არაა

5afee180c080f
თელარა გელანტია
18.05.18 18:20
12873
შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, თამბაქოს მოწევასთან ბრძოლა საპატრულო პოლიციის ფუნქცია არაა.

ამის შესახებ გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას დეპუტატ გუგული მაღრაძის მიერ დასმულ იმ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საპოლიციო სერვისებზე მოთხოვნის ზრდას შეეხებოდა.

„სამწუხაროდ, ქალბატონო გუგული, თქვენ და ზოგ შემთხვევაში სხვა პარლამენტარებიც ხანდახან ისეთ ვალდებულებებს გვაკისრებთ, რომელიც არ არის პირდაპირ ჩვენი ვალდებულება. მაგალითად, თამბაქოს მოწევასთან ბრძოლა. რეალურად საპატრულო პოლიცია ამაზე ხარჯავს ისეთ ენერგიას, დროს და რესურსს, რომელიც ცოტა სხვა რაღაცეებს უნდა მოახმაროს. მარტო ქალბატონ გუგულიზე რომ არ ვისაუბროთ, ასევე ხმაურის წინააღმდეგ ბრძოლა -  ერთმნიშვნელოვნად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არაა საპატრულო პოლიციის ფუნქცია, თუმცა ეს ის ამოცანებია, რომელიც უნდა იყოს გადაწყვეტილი, მაგრამ ამ ყველაფერს ცოტა სხვანაირი მენეჯმეტი სჭირდება“, - განაცხადა გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები