მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გახარია ბიზნესს ჰპირდება, რომ მაქსიმუმ 1 თვეში კომუნიკაცია გახდება "უაღრესად სწრაფი და ეფექტური"

5d74c8c08d44e
თელარა გელანტია
08.09.19 13:23
831
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის ბიზნესთან კომუნიკაცია სწრაფი, მარტივი და ეფექტური გახდება.

ამის შესახებ მან დეპუტატ გუგული მაღრაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბიზნეს-გარემოს და გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას შეეხებოდა.

„მოდით, ასე ვთქვათ, ჩვენთვის როგორც მთავრობისთვის, რა თქმა უნდა, გარკვეული პრიორიტეტები შეიძლება არსებობდეს - მსხვილი ბიზნესი, საშულო, წვრილი, თუმცა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის სწრაფი შედეგის დაყენება და ეფექტურობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი; აქედან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში ჩვენ ავაწყობთ და ამისთვის არ დაგვჭირდება თვეები, დაგვჭირდება მაქსიმუმ ერთი თვე - კომუნიკაცია იქნება უაღრესად სწრაფი და ეფექტური. ამაზე არც დაგპირდებით არაფერს. შედეგების მიხედვით იგრძნობთ როგორი გამოძახილი ექნება ამას ბიზნესის მხრიდან. არაფერს ვამბობ გაჭიანურებულ გადაწყვეტილებებზე და მსგავს პრობლემებზე, რომლებზეც დღეს საუბრობენ ზოგჯერ ობიექტურად, ზოგჯერ - სუბიექტურად, თუმცა ჩვენი კომუნიკაცია იქნება სწრაფი, მარტივი და ეფექტური“, - განაცხადა გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები