მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარია კლინიკების ხელმძღვანელებს ხვდება - "პრემიერის სამდივნოდან დამირეკეს"

5de7aac4d34fc
სალომე მეცხვარიშვილი
04.12.19 16:17
1695
პრემიერის ადმინისტრაციაში გიორგი გახარიას და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. მთავარი განსახილველი საკითხი მთავრობის 520-ე დადგენილებაა, რომლითაც სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა.

სამედიცინო დაწესებულებები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ფასებს არ ეთანხმებიან და მათ გადახედვას ითხოვენ.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე კლინიკა „პინეოს“ სამედიცინო ეკოსისტემის ხელმძღვანელმა ზაზა სინაურიძემ განაცხადა, შეხვედრა პრემიერის სამდივნოს ინიციატივით იმართება.

შეხვედრის დაწყებამდე ექიმებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მათი მთავარი მოთხოვნა დადგენილების მინიმუმ 6 თვით შეჩერებაა, რადგან არსებულ პირობებში უბრალოდ ზარალზე მუშაობა უწევთ.

"კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არავინ არ არის DRG სისტემის წინააღმდეგი, მაგრამ ამას უნდა კომუნიკაცია და სწორი დაგეგმვა. იმიტომ, რომ ჯანდაცვა ძალიან რთული სფეროა. ეს გამოიწვევს ჩვეულებრივად ხარისხის დაცემას და სამწუხაროდ, პაციენტების გარდაცვალებას.

ვინაიდან ჩვენ ვართ ექიმები და მე პირადად ჰიპოკრატეს ფიცი მაქვს დადებული, ცხადია, მწვავე პაციენტს ვმკურნალობთ ჩვენს ხარჯზე, მაგრამ გეგმიური ოპერაციები შეჩერებულია.

მე პირადად პრემიერ მინისტრის სამდივნოდან დამირეკეს და დღევანდელ შეხვედრაზე მითხრეს", - აცხადებს ზაზა სინაურიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები