მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გახარია მოახერხებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ლარის კურსზე სწორი პასუხი გააცემინოს"

5d70e460a38cd
ლიკა გურაბანიძე
05.09.19 15:10
2783
„ახალი პრემიერ-მინისტრი გვეყოლება გახარია. ის ეკონომიკურ თემებში არაჩვეულებრივად ერკვევა და სწორ ინფორმაციას მოგვცემს, რომ თუ ეკონომიკაში არაფერი იცვლება ლარის კურსზე პასუხი ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უნდა გასცეს,“ - ამის შესახებ BM.GE-ს თემურ ჭყონიამ განუცხადა.

ბიზნესმენის თქმით, მთავრობის ახალი ეკონომიკური გუნდის პირველი გამოწვევა სწორედ ლარის კურსია. 

„ვფიქრობ, რომ ამას გახარია კარგად მოახერხებს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ლარის კურსზე სწორი პასუხი გააცემინოს ბიზნესმენების და მოსახლეობის მიმართ.

როდესაც მთავრობის ახალი ეკონომიკური გუნდი იქმნება ერთი უპირატესობა აქვს. ის ახალი ენერგიით აგვარებს იმ ყველაზე მტკივნეულ პრობლემებს, რაც პირველ პლანზე დგას, ხოლო პირველ პლანზე დღეს ლარის კურსი დგას“- განმარტა თემურ ჭყონიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები