მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გახარია საფინანსო ზედამხედველობაზე: კიდევ ერთი მეგა-რეგულატორის შექმნა ამ ეტაპზე, ალბათ არ იყო სწორი

58ad644d7446c
BM.GE
22.02.17 14:12
1466
ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნულ ბანკში დაბრუნება საბიუეჯტო ხარჯების ოპტიმიზაციის ფარგლებში, სწორი გადაწყვეტილებაა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნული ბანკისთვის ჩამორთმევა შეცდომა არ ყოფილა.

"ბუნებაში არსებობს ორივე ვარიანტი, არ აქვს დიდი მნიშვნელობა და ჩვენ ამაზე შეთანხმებულები ვიყავით, როგორც სექტორთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რომ ზედამხედველობის ფუნქცია შეიძლება იყოს როგორც ეროვნული ბანკის შიგნით, ასევე მის გარეთ.

ეს ფუნქცია უნდა იყოს ძლიერი, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა, სადაც საფინანსო სისტემა არის ბანკოცენტრული. მე ამ თემას აღვიქვავ შემდეგად: ეს იყო იმ კონტექსტში და იმ ეკონომიკურ მდგომარეობაში მიღებული გადაწყვეტილება როგორიც იყო მაშინ. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ბიუჯეტის ოპტიმიზაციაზე, როდესაც ვსაუბრობთ რომ ჩვენთვის ეკონომიკური მდგომარეობისთვის მნიშვნელობა აქვს ყველა დახარჯულ ლარს, კიდევ ერთი მეგა რეგულატორის შექმნა ამ ეტაპზე, ალბათ არ იყო სწორი და ეროვნული ბანკის სტურქტურაში შეტანა აბსოლუტურად სწორია. თუმცა შინაარსობრივ ნაწილს ეს არ ცვლის. მთავარია, რომ ის იყოს ობიექტურად ძლიერი", - განაცხადა მინისტრმა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები