სანამ არ გაეცემა პასუხი ძალის გამოყენების პროპორციულობის ნაწილს, მე ვარ აქ,- ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, როცა მას ჰკითხეს, აპირებს თუ არა პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას პარლამენტის ყოფილი თავმდჯომარის ირაკლი კობახიძის მსგავსად.
“ღონისძიებაზე პასუხისმგებელი ვარ, რა თქმა უნდა, მე და ამ პასუხისმგბელობას სრულად ვიღებ მე.
მე ვთვლი, რომ პოლიციამ იმ მძიმე ღამეს გამოიყენა ლეგიტიმური უფლება, გამოეყენებინა ძალა. პროპორციულობის ნაწილში არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები, გარკვეულ ეპიზიოდებთან, რომელიც ასევე არის დეტალურად გამოსაძიებელი. მკაფიოდ ვყოფ, სამართლებრივ ნაწილს და პოლიტიკურ ნაწილს. სამართლებრივი ნაწილი, რომელიც მისაყვანია ბოლომდე, გამოსაძიებელია ბოლომდე, ამას არ იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გამოძიება მიდის ღიად და მზად ვართ ჩავრთოთ სახალხო დამცველი, ასევე ყველა დაინტერესებული მხარე, სანამ არ იქნება დასმული წერტილი. სანამ არ გაეცემა პასუხი ძალის გამოყენების პროპორციულობის ნაწილს მე ვარ აქ და დავიცავ თითოეულ პოლიციელს, რომელსაც ზოგიერთი ჩვენი ზოგიერთი მოქალაქე ცდილობს მოუწყოს სახალხო სასამართლო”,- აცხადებს გიორგი გახარია.

























