მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გახარია ხაზარაძეზე: პარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო ჭორაობისა და ტყუილებისთვის

5c7f9547bb021
დათო ჯალაღონია
06.03.19 13:37
989

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ პარლამენტში, მის წინააღმდეგ გაჟღერებულ განცხადებას ეხმაურება.

"პირველი - თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ მე ყველა ფორმატში, ეს პროკურატურა იქნება, თუ სხვა, როგორც ყოველთვის, მზად ვარ ღიად ვისაუბრო ობიექტურ გარემოებებზე და იმ შეფასებებზე, რომელიც მე მაქვს. მე გამოვყოფ რამდენიმე ჩემთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მომენტს. პირველი ის არის, რომ სამწუხაროდ, პარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო ჩვეულებრივი ჭორაობის და ტყუილებისთვის.

მეორე - ამას რა თქმა უნდა, თავისი მიზანი ჰქონდა, ნათელია, რომ მიზანი იყო შინაარსობრივი საუბრიდან აქცენტების გადატანა რაღაც სკანდალებზე და ეს გამოვიდა", - განაცხადა გახარიამ.

აღნიშნული განცხადება გახარიამ დღეს, პარლამენტში გააკეთა, სადაც ის საქართველოს პრეზიდენტის ანგარიშის წარდგენას დაესწრო.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძის განცხადებით, გიორგი გახარიამ მას, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა. ხაზარაძე ირწმუნება, რომ მას გახარია რეპუტაციის შელახვით დაემუქრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები