მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გახარიას აზრით, ხაზარაძის "გაბლატავებაში" წვლილი კვირიკაშვილთან ერთად მასაც მიუძღვის

5c951799e7485
თელარა გელანტია
22.03.19 21:12
1925
“ხაზარაძეს პრივილეგია მთავრობამ მისცა, რომლის წევრიც სამწუხაროდ, მეც ვარ,” - ამის შესახებ შსს-ს მინისტრმა გიორგი გახარიამ tv „პირველის“ გადაცემა „პირველებში“ განაცხადა.

„ვინ გააბლატავა მამუკა ხაზარაძე? რა პერიოდში იყო ის პრივილეგირებული და რაში გამოიხატებოდა ეს? - ჰკითხეს გახარიას „პირველების“ წამყვანებმა დიანა ტრაპაიძემ და ინგა გრიგოლიამ, რაზეც გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ მამუკა ხაზარაძე პრივილეგირებულ მდგომარეობაში მთავრობამ ჩააყენა.

ინგა გრიგოლიას რეპლიკაზე - მთავრობამ ანუ კვირიკაშილმა?

„მათ შორის და მეც მათ შორის“, - უპასუხა გახარიამ და დასძინა:

„უბრალოდ აიღეთ და ნახეთ, რამდენჯერ იყო კონკრეტული კომპანიისთვის (იგულისხმება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი)“ ვალდებულება გადავადებული, სხვა რა არის პრივილეგია?... ეს პროექტი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო და მთავრობა გარკვეულწილად ამ ყველაფრის ტყვეობაში აღმოჩნდა. ეს არ ეხება მხოლოდ ანაკლიას ეს სხვა პროექტებსაც ეხება და არ მინდა ახლა დეტალებზე საუბარი; თქვენ ახლა მე მასაუბრებთ, როგორც ყოფილ ეკონომიკის მინისტრს'.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები